Wednesday, November 18, 2015

დღე IX

ტრენინგის მეცხრე დღე  დავიწყეთ პორტფოლიოს განხილვით.   ვისწავლეთ    youtube -დან    ვიდეოს ატვირთვა ჩვენს ბლოგზე. მოვიძიებთ ჩვენთვის საინტერესო თემას მოვნიშნავთ, ვაწკაპებთ ctrl     c ვაკოპირებთ. ამის შემდეგ ფოსტიდან შევდივართ ჩვენს ბლოგზე ვაწკაპებთ ბლოგის სათაურს. ვაწკაპებთ new post, შემდეგ post title-ში  სათაურს, შემდეგ   from you tube  ვაწკაპებთ,ვაჭერთ ვიდეოს და ctrl v.განვიხილეთ  და ვისწავლეთ მეორე ვარიანტიც.
ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგი იყო, რომელიც გამოგვადგება სასწავლო პროცესში. აქ შესწავლილი საკითხებით გაკვეთილის ჩატარება უფრო საინტერესოდ და მრაფალფეროვნად შეიძლება,რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს ტრენერს ბატონ გიორგი არავიაშვილს.

Sunday, November 15, 2015

დღე VIII

ტრენინგის მერვე დღე  დავიწყეთ ბუკლეტის ჩეკლისტისა და შეფასების  რუბრიკის  განხილვითა და შესწორებით.
ახალი გაკვეთილი ეხებოდა ელექტრონული  საცავის drive -ზე  მუშაობას:
ვისწავლეთ  drive-ზე ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა;
 drive -ზე არსებული საქაღალდეების გაზიარება ბლოგზე;
აგრეთვე ბლოგზე ბმულის მიბმა;
drive-ზე ტექსტისა და კითხვარის შექმნა;
კითხვარის დიზაინის შეცვლა.  ძალიან შრომატევადი  და საინტერესო დღე იყო.
მადლობა გიორგი.

Friday, November 13, 2015

დღე VII

ტრენინგის მეშვიდე დღეს   ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების   შექმნაზე.  თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თემაში ინტერნეტი.გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაციის ნიმუში,რის მაგალითზეც  ვიმუშავეთ და შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკა. გავეცანით exell-ში პრეზენტაციის რუბრიკის შექმნას.
საშინაო დავალება: შეფასების  ჩეკლისტის  შექმნა.
გმადლობ დღევანდელი დღისთვის.

Wednesday, November 11, 2015

დღე VI

ტრენინგის მეექვსე დღეს  განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები:
საბაზისო უნარ-ჩვევები,რომელიც უნდა გააჩნდეს პროექტის დაწყებამდე;
სასწავლო პროცედურები;
პროექტის მსვლელობის ზუსტი აღწერა;
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათი გამოყენების წესებზე.
ბატონმა გიორგიმ გვასწავლა Pover Point -ში პრეზენტაციის გაკეთება. ვნახეთ ვიდეო ამ საკითხთან დაკავშირებით,რომელიც ძალიან მოგვეწონა. მადლობა ბატონო გიორგი!

დღე V

ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა. ბროშურის გაკეთება და მისი გაფორმება.ძალიან  საინტერესო ტრენინგი იყო, რადგან  მოსწავლეებთან ამის გამოყენება სხვადასხვა კუთხით შეიძლება.
დავალება:     პროექტის გეგმაში  კიდევ ერთხელ ცვლილებების შეტანა.

Sunday, November 1, 2015

დღე IV

  ტრენინგის  მეოთხე დღეს წავიკითხეთ და გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინისა და სახელის შეცვლა. სტატიების დაწერა და კომენტარების გაკეთება.წავიკითხეთ მეორე მოდულის მესამე და  მეოთხე აქტივობა.
    დავალებად მოგვცა  წინა  რეფლექსების სრულყოფა.პროექტში  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორების შეტანა.

Friday, October 30, 2015

დღე III

ტრენინგის მესამე დღეს  წავიკითხეთ  პროექტის მიზანი. განვიხილეთ და გავაანალიზეთ. ვისწავლეთ  ბლოგის შექმნა და ტექსტის აკრეფა.ვიმუშავეთ პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენაზე.
ზოგადი კითხვა:          მსოფლიო ლიტერატურაში როგორი ცნობიერება და განწყობა        
                                          წარმოშვა  XIX  საუკუნემ?
თემატური კითხვები: 1. როგორი იქნებოდა  XIX საუკუნე ამ მიმდინარეობის გარეშე?
                                        2.  როგორ წარმოგიდგენიათ მსოფლიო თეატრინ   ჰაინეს,                                                                ნოვალისის,  ლერმონტოვის, პუშკინის, ჰიუგოს    ნაწარმოებების                                               გარეშე?
                                         3. რა განასხვავებს ერთმანეთისაგან ქართულ და ევროპულ                                                            რომანტიზმს?
   შინაარსობრივი კითხვები: 1. რომანტიკოსებისათვის სამყარო რამდენ ნაწილად არის                                                              დაყოფილი?
                                                     2. რომანტიკულმა ლიტერატურამ  გმირის როგორი სახე                                                                  შექმნა?
                                                     3.რა როლს თამაშობს რომანტიკოსების შემოქმედებაში                                                                 ბუნება?